„ის თავს არ მოიკლავდა“-33 წლის მსაჯის გარდაცვალების ახალი დეტალები და ოჯახის ეჭვები
ავტორი: გურიის მოამბე
„ის თავს არ მოიკლავდა“-33 წლის მსაჯის გარდაცვალების ახალი დეტალები და ოჯახის ეჭვები

ქართველი მსაჯის ილო ტუღუშის ოჯახი მისი გარდაცვალების საეჭვო დეტალებზე საუბრობს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის კვალიფიკაციით მიმდინარეობს, რასაც არ ეთანხმება ილო ტუღუშის მეუღლე და შემთხვევამდე ერთი დღით ადრე შემდგარ შეხვედრას იხსნებს. მისი განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მსაჯს სახლში მიაკითხეს, სადაც დაძაბული საუბარი შედგა და ფიგურირებდა თანხა 5 ათასი ლარის ოდენობით.

„ერთი გიორგი ინალიშვილია, მაგას მოთხოვონ პასუხი, მაგან გადაიხადა ფული, არ ვიცი ჩემი ქმარი ჩამომხრჩვალი იყო, ის თავს არ მოიკლავდა.

დამემუქრნენ, მე ხვალ მივფრინავო, მაგრამ ვტოვებ ძმაკაცებს, ისინი მოუვლიან შენ ქმარსო. ის ერთი უბრალოდ ახლდა ბახტაძეა ირაკლი, ბათუმლები იყვნენ „მერსედესით“, მეორე ჩხაიძეა, ლანჩხუთელი.

საუბარი იყო 5 ათას ლარზე, უკან უნდა მიეტანა ჩემს ქმარს და ვერ მიუტანა, გაუსწორდნენ ასე, ალბათ, პრეზიდენტად მოსვლა უნდოდა.

მანქანაც გატეხილიაო, ასე მითხრეს, რამ დააზიანა? მეკითხებოდნენ, მისი მანქანით მოძრაობსო და კი-მეთქი“- აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე.

'.$TEXT['print'].'