ნიკა მელია - ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ის დრო, როდესაც ადამიანები ნარკოტიკების მოხმარებისთვის წლობით იხდიან სასჯელს
ავტორი: ipn.ge
ნიკა მელია - ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ის დრო, როდესაც ადამიანები ნარკოტიკების მოხმარებისთვის წლობით იხდიან სასჯელს

ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ის დრო, როდესაც ადამიანები ნარკოტიკების მოხმარებისთვის წლობით იხდიან სასჯელს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მელია იმედოვნებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
"ხელისუფლება საუბრობს, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილი აქვს და მიიღებს კანონპროექტს. იმედს ვიტოვებ, რომ ისინი თავის დაპირებას შეასრულებენ, რადგან ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დასრულდეს ის დრო, როდესაც ადამიანები ნარკოტიკების მოხმარებისთვის წლობით იხდიან სასჯელს",- განაცხადა ნიკა მელიამ.

წყარო

'.$TEXT['print'].'