ლანჩხუთში კალანდობა უკვე აღნიშნეს
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთში კალანდობა უკვე აღნიშნეს

ლანჩხუთში, გურული ძველით ახალი წელი, ანუ კალანდობა  გუშინ საღამოს აღნიშნეს, 11 იანვარს აღნიშნეს. 

უკვე ჩატარებული თეატრალიზებული კალანდობის შესახებ ინფორმაციას კულტურის გაერთიანების გვერდზე ვკითხულობთ.

ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის მემორიალურ მუზეუმში ჩატარდა თეატრალიზებული კალანდობა, მონაწილეობას ღებულობდნენ ლანჩხუთის კულტურის ცენტრისა და ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრის თანამშრომლები-ვკითხულობთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის გაერთიანების ფეისბუკ გვერდზე, სადაც ჩატარებული კალანდობის ამსახველ ფოტოებთან ერთად დეტალურადაა აღწერილი სცენარი, რომელიც მუზეუმში დაიდგა: 
კალანდა  ქალბატონი ლია ურუშაძის სცენარის მიხედვით 
მიმდინარეობდა. 

კალანდა ტრაფიციული გურული ახალი წელია, რომელსაც გურულები 14 იანვარს აღნიშნავენ, კალანდობის სუფრის აუცილებელი ატრიბუტია ჩიჩილაკი და საფერხავო გობი. საფერხავო გობის მომზადებას დიდი მნიშვნელობა აქვს, მას აუცილებლად ოჯახის უფროსი უნდა ამზადებდეს მარანში, რომელზეც აუცილებლად უნდა იყოს ღორის თავი, ხილი, ჩირი და ა.შ. 
მარანში მზადდებოდა ჩიჩილაკი რომელზეც აუცილებლად უნდა ყოფილიყო ტკბილეული, ხილი და ფული. ჩიჩილაკის თავზე რომელსაც ჯვრის ფორმა ჰქონდა იდებოდა დედო პური, რომელიც ირთვებოდა ოქროსფერი ძაფითა და გამოსახავდა მზეს. მარანში იხდებოდა საახალწლო ჭური და ოჯახში შესატანი ღვინო ცალკე თავსდებოდა დოქში. ოჯახის უფროსი მარანში საფერხავო გობის წინ დაიჩოქებოდა და ილოცებოდა, ღმერთს ევედრებოდა ბედნიერად გარტარებინა მასა და მის ოჯახს ახალი წელი, დალოცავდა პირუტყვს და წინასწარ შერჩეულ მეკვლესთან ერთად მიდიოდა სახლში, დალოცავდა ოჯახის წევრებს და პირველ რიგში ქალებს. საფერხავო გობით ხელში სამჯერ შემოუვლიდა კეირიას, ცეცხლიდან გადმოყრიდა ნაკვერჩხალს და ლოცულობდა ცეცხლის წინ, რათა ცეცხლი კვალვ შეხვედროდა კალანდას მის პატრონთან ერთად, რადგან ცეცხლი და ანთებული კერია ერთგვარად ოჯახის სიძლიერეს ნიშნავდა. 
კალანდობის ტრადიციას დღემდე ინარჩუნებენ და უფრთხილდებიან გურულები, რადგან გურული ახალი წელი მაინც განსხვავებულია. 

 


'.$TEXT['print'].'