"ახლა ნაკლებად გაუსაძლისი ვითარებაა, ვიდრე ადრე"
ავტორი: გურიის მოამბე
"ახლა ნაკლებად გაუსაძლისი ვითარებაა, ვიდრე ადრე"

 ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა უკმაყოფილებას იმის გამო გამოთქვამს, რომ საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მომთხოვნთა რიცხვი გაიზარდა. 

საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, როდესაც თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი იზრდება, ეს ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზე მიანიშნებს.

„შეჩერების მექანიზმი მგონია, რომ დღესაც არ დგას დღის წესრიგში, მაგრამ თუ დადგება საქართველოსთან მიმართებით, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური ვითარება არის გაუარესებული. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნიდან მიგრარანტთა რაოდენობა იზრდება. ხელისუფლებას თუ უნდა, რომ საქართველოს მოსახლეობა შეინარჩუნოს საქართველოში, მაშინ მას შესაბამისი სოციალური და ეკონომიკური პირობები უნდა შეუქმნას“

 ევროპაში გამსვლელთა გაზრდილ  რიცხვს სხვადასხვა მიზეზით ხსნიან საზოგადოების წარმომადგენლები. 

მომღერალი ირმა სოხაძე ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი სულაც არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში გაუსაძლისი მდგომარეობაა. მისივე თქმით, ეს ყველაფერი საზღვრების გახსნამ და უკეთეს მომავალზე ფიქრის შედეგია: 

"წარმოდგენა არ მაქვს. დღეს ეს არ უნდა იზრდებოდეს. ახლა უფრო ნაკლებად გაუსაძლისი ვითარებაა, ვიდრე ადრე. შესაძლოა, ეს იმით არის განპირობებული, რომ გაიხსნა საზღვრები და უკეთესი მომავლის იმედით ბევრი მიდის.

თუმცა მე ასე არ ვფიქრობ. არა მგონია, რომ წასვლა და იქ დასაქმება ადვილი იყოს. თუ ჩვენს ქვეყანაში ვერაფერს ახერხებენ, მეეჭვება, იქ მოახერხონ რამე?! რისი იმედით მიდიან, არ ვიცი, ვერაფრით ვხსნი.

'.$TEXT['print'].'