ოზურგეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფასები გაიზარდა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფასები გაიზარდა

ბოლო დღეებში ოზურგეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ფასები გაიზარდა. 

სხვადასხვა სოფლების მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლები გაზრდილ ფასებს საწვავის გაძვირებით ხსნიან.

"საწვავი გაძვირდა, 2, 30 გახდა უკვე ფასი. ნაწილები გაძვირებულია, რამე რომ გაგვიფუჭდეს, მოხელეს უფრო ძვირს ვუხდით, ვიდრე აქამდე. ამიტომ, იძულებულები გავხდით ფასები გაგვეზარდა. ტყუილად ხომ არ ვივლიდით? ნისიად დაგვყავს ისედაც მგზავების უმრავლესობა"-გვეუბნებიან მძღოლები.

დღეს არსებული ტარიფებით, კი სამგზავრო მიკროავტუბუსების მომსახურება 20-30 თეთრით გაიზარდა.

მაგალითად ოზურგეთის ცენტრთან ახლომდებარე სოფლები და ქალაქის ტერიტორია, სადაც მგზავრობა 30 თეთრი ღირდა, უკვე 50 თეთრია. 70 თეთრამდე გაიზარდა მგზავრობის გადასახადი ცოტა მოშორებით მდებარე სოფლებში მოძრავ რაფებზე, იმ სოფლებში კი, სადაც მგზავრები 80 თეთრს იხდიდნენ, ახლა ლარის გადახდა მოუწევთ.

გაზრდილი ფასებით უკმაყოფილო მგზავრები გვეუბნებიან, რომ ახალი ტარიფებით შესაძლოა ბევრმა ვერც კი მოახერხოს ტრანსპორტით მგზავრობა: 

"რაც იყო, იმ ფასსაც ვერ ვიხდიდით. ყველაფერი გაძვირებულია, საჭმელი, წამალი, კომუნალურები, ახლა ტრანსპორტის გადასახადიცვ გაიზარდა, ხელფასები ჩვენ არ გვაქვს და სამუშაო ადგილები. ასე შეხედავენ და იტყვიან, რა არის 20-30 თეთრი, მაგრამ რომ არ გაქვს და გიჭირს 10 თეთრით მომატებული ფასიც ბევრია ჩვენთვის. დავიწყებთ ალბათ ფეხით სიარულს. არაა ჩვენი საშველი და რა გავაკეთოთ?"-გვეუბნებიან მგზავრები. 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'