აქცია ლანჩხუთში-ადგილობრივები გზებზე მძიმეწონიანი მანქანებისათვის მოძრაობის შეზღუდვას ითხოვენ
ავტორი: გურიის მოამბე
აქცია ლანჩხუთში-ადგილობრივები გზებზე მძიმეწონიანი მანქანებისათვის მოძრაობის შეზღუდვას ითხოვენ

 

ოზურგეთი-ლესას ცემენტოვან გზაზე მძიმეწონიანი მანქანებისათვის მოძრაობის შეზღუდვას ითხოვდნენ დღეს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნინოშვილი ცენტრში შეკრებილი, ამავე რაიონის სოფლების, ნინოშვილის, გულიანისა და ჩოჩხათის მოსახლეობა.

მოსახლეობა მშენებარე ავტობანის გრიგოლეთის 12 კილომეტრიან მონაკვეთზე მომუშავე კომპანიის კუთვნილი ტვირთმზიდების ხშირ მოძრაობას აპროტესტებს, რომლებსაც კარიერი ოზურგეთის რაიონის სოფელ სილაურში, მდინარე სუფსასთან აქვთ და ინერტული მასალის გრიგოლეთში ტრანსპორტირებისათვის ოზურგეთი ლესას ცემენტოვან გზას იყენებს.

გზის ირგვლივ მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ამ მძიმე ტვირთმზიდების გახშირებული მოძრაობის გამო მათ საცხოვრებელი სახლის კედლები დაებზარათ, ცვივა სამშენებლო აგურები აშენებული სახლებიდან, მწყობრიდან გამოდის საავტომობილო გზა და მოითხოვენ ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან და კომპანიისაგან სასწრაფოდ შეიძღუდოს გზაზე 40 ტონაზე მეტი მოცულობის ტვირთმზიდების მოძრაობა.

ნინოშვილში შეკრებილებს დღესვე ადგილობრივი ხელისუფლებისა და მშენებარე კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ და მათ დაყენებული საკითხების შესწავლასა და მათთვის სასარგებლოდ გადაწყვეტას დაპირდნენ.

 

'.$TEXT['print'].'