"თურმე ძალიან შერცხვათ, მაინც საქართველოს პრეზიდენტი იყო და ასე რომ მოექცნენო"...
ავტორი: გურიის მოამბე
"თურმე ძალიან შერცხვათ, მაინც საქართველოს პრეზიდენტი იყო და ასე რომ მოექცნენო"...

დავით ნიკურაძე: 

"უკვე არაერთი ფრენდის კედელზე წავიკითხე, რომ თურმე ძალიან შერცხვათ, უკრაინელმა მესაზღვრემ მათი მესამე პრეზიდენტი მიწაზე რომ დააწვინა და შემდეგ დეპორტი გაუკეთა. ამბობენ, მაინც საქართველოს პრეზიდენტი იყო და ასე რომ მოექცნენ, გვრცხვენიაო.
ტყუილად გრცხვენიათ, ჩემო მეგობრებო. დედამიწის ამ ტერიტორიებზე, სახელმწიფოს არსებობაზე რომ აქვთ პრეტენზია და მაინც გაღმა არიან, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მიწაზე დააწვინეს კი არა, მთლად მიწაში ჩააწვინეს ქვეყნის პირველი პრეზიდენტი. თან უკრაინელმა მესაზღვრეებმა კი არა, ჩემმა და თქვენმა ერმა. მანამდე დიდი ხანი თოფებით დასდევდნენ და ქვეყნიდან გააქციეს. მაშინ არ შეგრცხვათ? არც მაშინ, ჯიხაშკარში, საბძელში დამარხული რომ ნახეს?
საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის (წიგნების, ჰო!) დემონიზება და წინა პრეზიდენტის ჯიბრზე მისი აშენებეული ხიდის დანგრევა რომ უნდოდათ, მაშინაც არ გრცხვენოდათ? პიჯაკებს და პალტოებს რომ დაარბენინებდნენ არც მაშინ? მართლა გჯერათ, რომ უკრაინელ მესაზღვრეზე უკეთესად დააფასებდნენ აქ რომ ყოფილიყო?
ერთი გამახსენეთ, ხალხის მიერ არჩეული მარგველაშვილის დაცინვა რომ დაიწყო სრულიად ამ ერმა, რა ედო საფუძვლად? ყოფილ "ნაჩალნიკთან" დაუმორჩილებლობა ხომ არა? მაშინ არ შეგრცხვათ და არ ფიქრობდით, რომ ესეც პრეზიდენტის ინსტიტუტის ამოსვრა იყო? ;)
სააკაშვილის წინამორბედი, მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციური გზით იყო გადაყენებული, საპატიო სიბერით აღესრულა კრწანისის რეზიდენციაში. თოფით, პალტოთი, პიჯაკით და ცოცხით არავის უდევნია, მისი "დამსახურებების" მიუხედავად. 
ისიც მახსოვს, ჰეიდარ ალიევი რომ გარდაიცვალა, ბაქოში წასასვლელად თვითმფრინავი არ ჰყავდა და სააკაშვილმა თქვა, არ არის პრობლემა, მე წავიყვანო. გაგიკვირდებათ და სწორედ ის ხალხი აკივლდა, მიშამ რატომ უნდა წაიყვანოს, აქ ეგდოსო, დღევანდელ მთავრობაში რომ სხედან და ალბათ მათაც "რცხვენიათ". 
ასე, რომ რილექს, მოდუნდით, ნუ შეგრცხვებათ. 
ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, ვის გამო და რის გამო უნდა შეგვრცხვეს, უკრაინელი მესაზღვრის თუ ჩვენი თავის ან კოლმეურნეობის თავმჯდომარის :)"

 


'.$TEXT['print'].'