"აქ თავისუფალი და 10-ჯერ უფრო საშიში ვარ, ვიდრე უკრაინაში ვიყავი" - სააკაშვილის გეგმები
ავტორი: გურიის მოამბე
"აქ თავისუფალი და 10-ჯერ უფრო საშიში ვარ, ვიდრე უკრაინაში ვიყავი" - სააკაშვილის გეგმები

 ვარშავაშიგამართულ  პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის საპროტესტო აქციების ორგანიზებას აპირებს.მიხეილ სააკაშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობას აპირებს.

„თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გადაადგილების პირობებში ევროპაშიც ისეთივე ეფექტური ვიქნები, როგორც უკრაინაში ვიყავი. უკრაინაში დამდევდნენ, მითვალთვალებდნენ, აქ თავისუფალი და 10-ჯერ უფრო საშიში ვარ, ვიდრე უკრაინაში ვიყავი.
მჯერა, ერთად მოვაწყობთ საპროტესტო მოძრაობას და ოლიგარქებს ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას. ეს საპროტესტო მოძრაობა გაიზრდება. პოროშენკო თავისი ფეხით უნდა გავუშვათ იმ საკანში, სადაც მე ვიჯექი“ , - განაცხადა სააკაშვილმა.

"pirveli radio"
'.$TEXT['print'].'