რომელ სოფლებში დაიგება გზა 2018 წელს
ავტორი: გურიის მოამბე
რომელ სოფლებში დაიგება გზა 2018 წელს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გზების აღდგენით სამუშაოებზე ტენდერები გამოაცხადა. დასრულებული ტენდერების შედეგად და წინა წლიდან გარდამავალი პროექტების ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა–რეაბილიტაცია 6 ობიექტზე დაიწყება.

როგორც მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე განმარტავს, 2018 წელს რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.

„პირველ ეტაპზე დავიწყებთ რამდენიმე გარდამავალი პროექტის განხორციელებას. ეს არის 5 ძირითადი მიმართულება: ბოხვაური - შემოქმედის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის მე-3 ეტაპის სამუშაოები, ღირებულებით - 603 920 ლარი; ვაკიჯვარი-ფამფალეთი-მთისპირის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მე-3 ეტაპის სამუშაოები, სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით - 966 979 ლარი; დაბა ნასაკირალი-მელექედურის დამაკავშირებელი გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის მე-2 ეტაპის სამუშაოები, რომლის ღირებულებაც შეადგენს 816 950 ლარს; სოფელ სილაურის ცენტრიდან ოზურგეთი - ნინოშვილი - ლესას მიმართულებით გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით - 1 153 162 ლარი. იგეგმება სოფელ ჭანიეთის ცენტრის გავლით ქაქუთის დასაწყისამდე გზის (პირველი მონაკვეთი) რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით - 1 023 794 ლარი. ასევე, სოფელ შემოქმედის ცენტრიდან -გორისფერდის მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით - 560 000 ლარი,“- აღნიშნავს ოსიკო თოთიბაძე.

'.$TEXT['print'].'