ოზურგეთის "მერცხალმა" სეზონი მოგებით დაიწყო
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის "მერცხალმა" სეზონი მოგებით დაიწყო

დღეს საქართველოს პირველობის, ფეხბურთელთა შორის, რეგიონალლიგის დასავლეთ ზონის ბ ჯგუფში, სადაც ოზურგეთის "მერცხალი" ასპარეზობს, მეორე ტურის მატჩები გაიმართება.

ოზურგეთელები, ბათუმს ეწვევიან და ადგილობრივ "დინამო 2" თან გამარჯვებას და შესაბამისად ორი ტურის შემდეგ ჯგუფის ერთპიროვნულ ლიდერობას შეეცდებიან.

რაც შეეხება საფეხბურთო სეზონს, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ის რეგიონალლიგაში გასული კვირას დაიწყო და "მერცხალმა" პირველ ტურში, საკუთარ "მუნიციპალურზე" თანალიგელი "ლესიჭინე" მიიღო და 2-0 დაამარცხა.

პირველ ტურში მოიგო მისმა დღევანდელმა მეტოქემ "დინამო 2"-მაც, რომელმაც გასვლაზე "მეტა" 1-2 დაამარცხა.

შესაბამისად რეგიონალლიგის დასავლეთ ზონის ცხრაგუნდა ბ ჯგუფს "მერცხალი" და "დინამო 2" ერთი ტურის შემდეგ აბსოლიტური შედეგით ლიდერობენ.

მომდევნო, მესამე ტურის მატჩს ოზურგეთი ისევ საკუთარ "მუნიციპალურზე" გამართავს, რომელსაც ერთ დროს "მეგობრობა" ერქვა. ეს 22 მარტს მოხდება და "მერცხალი" ხულოს "ხიხანს" მიიღებს.

გუნდიგგგმ+/-
დინამო ბთ 2 1 1 0 0 2 1 1 3
მერცხალი 1 1 0 0 2 0 2 3
სქური 1 0 1 0 1 1 0 1
ეგრისი 1 0 1 0 2 2 0 1
ზანა 1 0 1 0 2 2 0 1
ლესიჭინე 1 0 0 1 0 2 -2 0
ხიხანი 0 0 0 0 0 0 0 0
მეტა 1 0 0 1 1 2 -1 0
ოდიში 1919 1 0 1 0 1 1 0 -2
'.$TEXT['print'].'