"რა უნდა რუსეთს? მას უნდა, რომ საქართველო იყოს არშემდგარი სახელმწიფო"
ავტორი: გურიის მოამბე
"რა უნდა რუსეთს? მას უნდა, რომ საქართველო იყოს არშემდგარი სახელმწიფო"

"სამწუხაროა, რომ დღეს ბევრი ადამიანი ეროვნული ღირსების და ზოგადად ადამიანების ღირსების საკითხს უდგება ძალიან გულგრილად და ზერელედ-რუსეთში სიმღერა, მერე რა მოხდა? ასე არ არის. 

ზოგადად, ძალიან სერიოზული პროპაგანდა მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან. როგორც კი იტყვის ვინმე-ცოტა უხერხული არ არის, ქალბატონი ნანი რომ იმღერებს რუსეტში და მაშინვე ამბობენ, კი მაგრამ,  რა მოხდა კულტურას პოლიტიკასთან არა აქვს კავშირი. როგორ არა აქვს. აქვს და პირდაპირი კავშირიც აქვს, რადგან პოლიტიკა არ არის რაღაც განყენებული პოლიტიკოსების საქმე, როგორც ეს საქართველოში ჩამოყალიბდა. არამედ ეს არის  თითოეული ჩვენგანის საქმე. ჩვენ გვეხება. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს გვერდით არის უამრავი ლტოლვილი ადამიანი, რომლებსაც სახლები დაატოვებინეს და უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდნენ. თუნდაც ამ დღეებში წარმოუდგენელი ამბავი ხდება, როცა ადამიანს ცხედარს არ გვუბრუნებენ, რომელიც აშკარად მოკლულია, მაგრამ რას აკეთებს  ამ დროს ხელისუფლება? რატომ ისმის საქართველოს საკითხი ძალიან უმნიშვნელოდ სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრებზე? 

არ დაგავიწყდეთ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა ხელი მოაწერა იმას, რომ ჯარებს გაიყვანს იქ, საიდანაც შემოიყვანა. სადმე ეს საკითხი დააყენეს სადმე? მოითხოვეს რუსეთს შეესრულებინა თავისი ვალდებულება?

რატომ გაჩნდა ახლა ეს სრულიად აბსურდული წერილი? რომ თითქოს ნატო დააკარგვინებს საქართველოს აფხაზეთსა და ოსეთს. ასეთ აბსურდულ პროპაგანდას განცხადებებითაც კი არ უპირისპირდება არც საგარეო საქმეთა სამინისტრო და არც ხელისუფლება. 

რა უნდა რუსეთს? რუსეთს შეიძლება საერთოდ არ უნდა საქართველოს დაპყრობა. მას უნდა, ისევე როგორც 90-იან წლებში იყო, საქართველო იყოს არშემდგარი სახელმწიფო. რომ თქვან, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები, ესენიც არ არიან ღირსი თავისუფლების, ვერ ააშენებენ ესენი სახელმწიფოს. რატომ გვჭირდება ნატო? იმიტომ, რომ ნატო არის პოლიტიკური და  სამხედრო გარანტიები, რომ მეტი ინვესტიცია ჩაიდოს საქართველოში. ეკონომიკის თვალსაზრისით ეს არის ძალიან დიდი ზურგი. აი, ამის წინააღმდეგი არის რასაკვირველია რუსეთის იმპერია. და ეს ადამიანები, რომლებიც დღეს გამოდიან და ამბობენ, თითქოს ნატოს და ევროკავშირის ალტერნატივა იყოს ეს უაღრესად  ჩამორჩენილი ქვეყანა რუსეთი წარმოადგენდეს რაიმე ალტერნატივას, ემსახურებიან პუტინისტურ იდეას, რომ საქართველო არ დადგეს ფეხზე. 

ვისი ალტერნატივა შეიძლება იყოს რუსეთი? მულტფილმი ვერ გაუკეთებიათ ხალხს წესიერად და აჩვენეს რარაც ზღაპარი თურმე როგორ შეუძლია სარაკეტო თავდასხმა განახორციელოს ამერიკაზე, რაზე მელაპარაკებით საერთოდ?"-განაცხადა პუბლიცისტმა და ისტორიკოსმა, ლაშა ბაქრაძემ, ტვ პირველის ეთერში, სადაც საუბარი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებზე იყო.

'.$TEXT['print'].'