ივანიშვილის ხეებისათვის გაკეთებული სპეციალური გადასასვლელი მილიონი დაჯდა
ავტორი: გურიის მოამბე
ივანიშვილის ხეებისათვის გაკეთებული სპეციალური გადასასვლელი მილიონი დაჯდა

ქობულეთის რაიონის სოფლებიდან ექს პრემიერის პარკში გადასატანი ასწლოვანი ხეებისათვის მდინარე ნატანებზე, იქ სადაც ოზურგეთის რაიონის სოფლების ლაითურისა და მერიის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდია, საავტომობილო გადასასვლელი გაკეთდა.

ამის შესახებ "გუროიოს მოამბეს" კორესპონდენტი სოფელ მერიიდან იუწყება.

მისივე ინფორმაციით, ამ გადასასვლელ გზაზე რამდენიმე დღეა, სპეციალური, ყოფილი მერიის აეროპორტის კუთვნილი, ასაფრენი ბილიკის ე.წ. "პლიტები" იგება, რომ სპეც მზიდებმა ხეები ცენტრალურ მაგისტრალზე უპრობლემოდ გადაიტანონ.

ოფიციალურად არავინ არ საუბრობს რატომ გახდა მერია ლაითურის ხიდი პრობლემური ექს პრემიერის ხეების გადატანისათვის და რა აუცილებლობამ გამოიწვია ალტერნატიული გზის გაკეთება მაშინ როცა ამ ხიდზე რამდენიმე ასწლოვანი ხით "დატვირთულმა" სპეცმზიდმა უკვე ისარგებლა.

არაოფიციალუირი ინფორმაციით, ალტერნატიული მდინარე ნატანებზე გადასასვლელი გზა, რომელიც მილიონ ლარზე მეტი დაჯდა, ახალგაკეთებულუ მერია ლაითურის ხიდის დაზიანების შემდეგ გახდა აუცილებელი.

ის რომ მერია ლაითურის ხიდი, რომლის მშენებლობაც 2012 წელს დაიწყო და 2016 წელს დასრულდა და სახელმწიფოს ეს 9 მილიონი ლარი დაუჯდა, მცირეოდენ, მასზედ ექსპრემიერის ხეების ტრანსპორტირების გამო დაზიანებულია, ოფიციალურად არავინ არ საუბრობს.

მაგრამ ადგილზე, კულუარებში ამის შესახებ შეშფოთებას უკვე გამოთქვამენ და ალტერნატიული გადასასვლელიც, ხეებისათვი9ს, იმიტომ გაკეთდა, რომ ხიდის დაზიანება აშკარად თვალშისაცემი არ გახდეს.

ამ გადასასვლელის, და სპეციალური გზის მშენებლობა მერიაში გუშინ დასრულდა და ქობულეთიდან ივანიშვილის პარკისაკენ, ასწლოვანი ხეებით დატვირთულმა სპეცმზიდებმა, რომლებიც თურქული კომპანიის საკუთრებაა, სოფელ მერიაში, მდინარე ნატანების პირას ერთკვირიანი ლოდინის შემდეგ გეზი შეკვეთილისაკენ აიღეს.

 

'.$TEXT['print'].'