ივანიშვილმა განმუხურის ბულვარი მინიმალურ ფასად შეისყიდა
ავტორი: გურიის მოამბე
ივანიშვილმა განმუხურის ბულვარი მინიმალურ ფასად შეისყიდა

ბიძინა ივანიშვილმა განმუხურში ბოტანიკური ბაღის და 5-ვარსკვალავიანი სასტუმროს მშენებლობის ვალდებულება 2 წლის  წინ აიღო, რაშიც ათობით მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო. ამისთვის მას სახელმწიფომ უზარმაზარი ტერიტორიაც გადასცა.

მას შემდეგ ორი წელი გავიდა, მაგრამ არც სასტუმრო ჩანს და ბოტანიკური ბაღის ადგილზეც ისევ ძველი ჭაობი დგას.

ივანიშვილმა 3.5 ჰექტარ მიწის ფართობში 2 მილიონ 200 ათასი გადაიხადა. მან ერთი კვადრატულის შესაძენად 25$ გადაიხადა, არადა ორიოდე კილომეტრის მოშორებით, ანაკლიაში, საზღვაო პორტის მშენებლობისათვის მიწების გამოსასყიდად სახელმწიფო კერძო მესაკუთრეებს აქეთ უხდის თითქმის სამჯერ მეტს, დაახლოებით 65$-მდე. რიგ შემთხვევაში კი მიწის ფასი აქ 100-დან 200 დოლარამდეც კი ადის. ოპოზიციაში კი ამბობენ რომ ივანიშვილის მიერ შეძენილი 3.5 ჰექტარი მიწა ბულვარის ნაწილია და ის აუქციონზე არათუ საბაზროზე დაბალ ფასად, საერთოდ არ უნდა გამოსულიყო.

ბულვარის გასხვისებას ადგილობრივი მოსახლეობაც ეწინააღმდეგებოდა. 

'.$TEXT['print'].'