4 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც გუშინ ავარიის დროს დაშავდა, უმძიმესია
ავტორი: გურიის მოამბე
4 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც გუშინ ავარიის დროს დაშავდა, უმძიმესია

გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვის მდგომარეობა უმძიმესია.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ივანე ბოკერიას სახელობის "ევექსის" კლინიკიდან აცნობეს: "პატარას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ამ ეტაპზე სხვა არაფრის თქმა არ შეგვიძლია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მისი გადარჩენა შევძლოთ"-გვითხრეს კლინიკაში, სადაც პაციენტი გუშინ ღამით ოზურგეთის სამედიცინო ცენტრიდან რეფერალური ცენტრის ბრიგადამ გადაიყვანა. 

"ბავშვს უმაღლეს დონეზე ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა. მაგრამ, ამ დროისთვის ექიმები დამაიმედებელ პასუხს ვერ გვაძლევენ,  რადგან პატარას უმძიმესი დაზიანებები აქვს"-გვითხრეს ოჯახის ახლობლებმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გიშინ ღამით ოზურგეთი-ბაილეთის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. "ოპელის" მარკის მსუბუქ მანქანაში დედა და მისი ხუთი შვილი იმყოფებოდნენ. 13 წლის გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა. 5 დასავებული კი ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. აქედან ორი უკვე გაეწერა ბინაზე, ორის მდგომარეობა კი მედიკოსტა თქმით მძიმეა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  უმძიმესია 4 წლის პატარას მდგომარეობა. 

'.$TEXT['print'].'