"ისეთი არაფერი" თუ ტრაგიკომედიად ქცეული დაპირისპირება უმრავლესობაში
ავტორი: გურიის მოამბე
"ისეთი არაფერი" თუ ტრაგიკომედიად ქცეული დაპირისპირება უმრავლესობაში

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძის ჯგუფი პარლამენტში დიდი ხანია, რაც უმცირესობაშია. მისივე თქმით, იგი სხვის კალთას არის ამოფარებული და ბოროტად იყენებს მის ხელში არსებულ ძალაუფლებას.

"კობახიძე და კვირიკაშვილი ძალიან დიდ გაუგებრობაში არიან. მათი დაპირისპირება არ არის აქ მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემა არის ის რომ ინსტიტუციური წესრიგია ქვეყანაში აღსადგენი, არც ერთი და არც მეორე არ ასრულებენ სრულფასოვნად მათზე დაკისრებულ მოვალეობას.

რაც შეეხება კობახიძეს და მის ჯგუფს, ეს ჯგუფი პარლამენტში უმცირესობაშია დიდი ხანია და ამოფარებულები არიან სხვის კალთას და ამის ხარჯზე ცდილობენ ბოროტად გამოიყენონ მათ ხელში შემთხვევით აღმოჩენილი ძალაუფლება.

ისეთ აბსურდამდეც კი მივიდა პარლამენტის თავმჯდომარე, რომ წესები უნდა დაუწეროს დეპაუტებს, როდის რა თქვან და რაზე ილაპარაკონ. თუ არ შეასრულებენ რას იზამს? ფეხებს დააბაკუნებს, იტირებს, თუ მამიკოსთან იჩივლებს? - ტრაგიკომედიად იქცა საერთოდ პარლამენტის თავმჯდომარის საქციელი", - ამბობს „რეზონანსთან" საუბრისას ხუხაშვილი.

"ისეთი სკანდალური არაფერია, როგორც სცენარი დაიდგა" - ასე აფასებს გია ვოლსკი კვირიკაშვილსა და კობახიძეს შორის არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს. 

'.$TEXT['print'].'