"ოცნების" და "ევროპული საქართველოს" ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში - პრეზიდენტის ადმინისტრაცია კრიტიკას პასუხობს
ავტორი: გურიის მოამბე
"ოცნების" და "ევროპული საქართველოს" ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში - პრეზიდენტის ადმინისტრაცია კრიტიკას პასუხობს

საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი ევროპული საქართველოს და ქართული ოცნების მონაწილეობით - ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გააკეთა.

გიორგი აბაშიშვილმა გიორგი მარგველაშვილის მიმართ, ოპოზიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა, რომელიც 25 წლის ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების საკითხს ეხებოდა.

აბაშიშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" და "ევროპული საქართველოს" წევრები ახალ უმრავლესობას, პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიით ქმნიან.

"საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი ევროპული საქართველოს და ქართული ოცნების მონაწილეობით და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის გამაერთიანებელი დღეს არის საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება,"-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.


'.$TEXT['print'].'