ავტორიტარული მართვის შემდეგ, ივანიშვილის მოსვლა დემოკრატიული ძვრა იყო-სოხაძე
ავტორი: გურიის მოამბე
ავტორიტარული მართვის შემდეგ, ივანიშვილის მოსვლა დემოკრატიული ძვრა იყო-სოხაძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ფრიდომ ჰაუზის" ანგარიშის ავტორები ვერ მალავენ უარყოფით დამოკიდებულებას ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც "დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედია საქართველოში".

კობახიძე აღნიშნავს, რომ ანგარიშში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოთქმული კრიტიკა დაუსაბუთებელია.

არის თუ არა ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედი?-კითხვაზე ირმა სოხაძე "რეზონანსს" შემდეგს პასუხობს:

"როდესაც ივანიშვილი მოვიდა ძალით, რომელიც დღეს გვმართავს, ნამდვილად დემოკრატიული ძვრა და ნაბიჯი იყო ავტორიტარული მართვის შემდეგ. აბსოლუტური დემოკრატია არ არსებობს. ნაბიჯი ნამდვილად წინ გადაიდგა, რომლის შემოქმედიც ივანიშვილი იყო. დღევანდელობიდან გამომდინარე კი, არ ვიცი, რამდენად რელევანტურია ამ ფრაზის წარმოთქმა. არის მოვლენები, სიმპტომები, რომლებიც შემაშფოთებელია პირადად ჩემთვის, მაგალითად, რაც ტელევიზიებში ხდება. რა თქმა უნდა, აღარავინ შერბის შეიარაღებული და იატაკზე არ ყრის ადამიანებს, მაგრამ მოვლენები მაინც უსიამოვნოა. ჩვენი ხელისუფლება უფრო ქმედითად უნდა აქარწყლებდეს ეჭვებს, არა მარტო ლოზუნგებით, არამედ სხვა გზით. ამაზე ზედა რგოლი უნდა დაფიქრდეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სათავეშია".

'.$TEXT['print'].'