მასშტაბური აქციები სომხეთში - რას ითხოვს მოსახლეობა?
ავტორი: გურიის მოამბე
მასშტაბური აქციები სომხეთში - რას ითხოვს მოსახლეობა?

სომხეთის პარლამენტის სასახლესთან სამართალდამცავებმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს, საკანონმდებლო ორგანოში დღეს პემიერ მინისტრის პოსტზე სერჟ სარგსიანის კანდიდატურა უნდა განიხილონ. პარონიანის ქუჩაზე სახელმწიფო რეზიდენცია სამართალდამცავებმა შემოღობეს, ადგილვე პოლიციის შიდა დანაყოფების სპეც ტექნიკა დგას, მათ შორის წყლის ჭავლები. ოპოზიცია პარლამენტის შენობის ბლოკირებას ცდილობს.

რამდენიმე დღეა, ერევანში სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ აქციები მიმდინარეობს - ადგილობრივი მოსახლეობა სერჟ სარგსიანის ხელისუფლებაში დარჩენის, მისი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის წინააღმდეგია. ამჯერად, ყოფილი პრეზიდენტის მოწინააღმდეგეებს და დედაქალაქის აქციებს ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი უძღვება.

"უარყავი სერჟი" - რამდენიმე ათასიანი აქციები ამ სახელწოდებით, თითქმის ერთი კვირაა სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სიმშვიდეს ურღვევს. აქციებზე სომხეთში მნიშვნელოვან ცვლილებებს და სარგსიანის "მაფიოზური გავლენების" მოშორებას ითხოვენ. პაშინიანი რადიკალური ნაბიჯებით იმუქრება და საჭიროების შემთხვევაში დეპუტატებისთვის ალყის შემორტყმასაც გეგმავს, რათა პრემიერის არჩევის პროცესი ჩაიშალოს.

авказский узел-ის კორესპონდენტის ცნობით, აქციის მონაწილეები მას ქვეყნისთვის ზიანიას მომტან ლიდერად მიიჩნევენ, რომელმაც პრეზიდენტობის დროს,

ტერიტორიები და მოქალაქეები დაკარგა. ყარაბაღის ომს ადგილობრივი მოსახლეობა სარგსიანის წარუმატებელ ნაბიჯად მიიჩნევს, რადგან ყოფილი პრეზიდენტი პოსტზე ყოფნისას, ბოლო წუთამდე გაურკვევლად სპეკულირებდა.

პაშინიანის მიერ ორგანიზებული აქციები, 14 დღე უწყვეტად მიმდინარეობდა, ახლა კიდევ 4 დღე დაემატა და გიუმრისა და ერევანს მოიცავს. "ჩვენი ამოცანაა, არ დავუშვათ სარგსიანის ვითომ არჩევის პროცესი" - აცხადებს აქციების ორგანიზატორი. 

თავად  ყოფილი პრეზიდენტი არც მის მომავალ პოზიციასა და არც საპროტესტო ტალღაზე კომენტარს არ აკეთებს.

'.$TEXT['print'].'