აქცია „ქართუ ბანკთან“ - ამხანაგობა „ნაძალადევი 2008“ ალა კახნიაურს თაღლითობაში ადანაშაულებს
ავტორი: გურიის მოამბე
აქცია „ქართუ ბანკთან“ - ამხანაგობა „ნაძალადევი 2008“ ალა კახნიაურს თაღლითობაში ადანაშაულებს

ამხანაგობა „ნაძალადევი 2008"-ის წევრები ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკის“ იურისტს, ალა კახნიაურს თაღლითობაში ადანაშაულებენ. ისინი დღეს „ქართუ ბანკთან“ შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, 6 წლის წინ მიწაზე, სადაც კორპუსი აშენდა, ბინები მიიღეს, თუმცა ალა კახნიაურმა თაღლითობის გზით მიისაკუთრა მიწები და ამხანაგობის წევრები ქონების გარეშე დარჩნენ.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ,   დავა სასამართლოში უკვე 6 წელია მიმდინარეობს, თუმცა პროცესი ამ დრომდე ჭიანურდება.

აქციის მონაწილეები იურისტთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციას ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართავენ.

აქციას  ნაციონალური მოძრაობის” აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბესო შენგელიაც შეუერთდა.

„ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც „ქართუ ბანკი“, ბიძინა ივანიშვილის ბანკი, მისი პირადი იურისტი ხალხს ძარცვავს,“- განაცხადა ბესო შენგელიამ.

 

'.$TEXT['print'].'