მიკროავტობუსში, რომელსაც ლანჩხუთში ცეცხლი გაუჩნდა, ჩინურ კომპანიაში დასაქმებული მუშახელი იმყოფებოდა
ავტორი: გურიის მოამბე
მიკროავტობუსში, რომელსაც ლანჩხუთში ცეცხლი გაუჩნდა, ჩინურ კომპანიაში დასაქმებული მუშახელი იმყოფებოდა

ლანჩხუთში, სოფელ აკეთში  მიკროავტობუსს ცეცხლი მაშინ გაუჩნდა, როდესაც ჩინურ კომპანიაში დასაქმებული მუშახელი სამუშაო ადგილზე გადაჰყავდათ.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა განუცხადა.

ადგილზე გამოზახებული იყო სახანძრო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

'.$TEXT['print'].'