ნაწარმოების გავრცელების აკრძალვის უფლება - სამოქალაქო სექტორი ცენზურის დაწესებაზე საუბრობს
ავტორი: გურიის მოამბე
ნაწარმოების გავრცელების აკრძალვის უფლება - სამოქალაქო სექტორი ცენზურის დაწესებაზე საუბრობს

შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვის უფლება შესაძლოა სასამართლოს მიეცეს - კანონში ცვლილების ინიციატორი საპარლამეტნო უმრავლესობაა.

კულტურის შესახებ კანონის ამჟამინდელ რედაქციაში შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება დაუშვებელია თუ ის ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს შუღლს, ქადაგებს ძალადობას და პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას.

ცვლილებაში კი გავრცელების აკრძალვის უფლება უკვე სასამართლოს კომპეტენციაშია. 
თუმცა სამოქალაქო სექტორში ამტკიცებენ, რომ ცვლილებაში დამატებულია აკრძალვა დამატებით 6 მოტივის შემთხვევაში და ამ ფაქტს ცენზურის დაწესებად აღიქვამენ - ბრალდებას არ იზიარებენ კანონპროექტის ავტორები.

'.$TEXT['print'].'