თურქეთში მომხდარ ავტოკატასტროფაში ჩოხატაურელი ახალგაზრდა დაიღუპა
ავტორი: გურიის მოამბე
თურქეთში მომხდარ ავტოკატასტროფაში ჩოხატაურელი ახალგაზრდა დაიღუპა

თურქეთში სამუშაოდ წასული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის მკვიდრი, 25 წლის ახალგაზრდა ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

ამის შესახებ "გურიიის მოამბეს" სოფლიდან აცნობეს.

ახალგაზრდა, რომელიც მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ, ჩაის საკრეფად, იმყოფებოდა, ავტოკატასტროფაში ამ დღეებში მოყვა.

დაღუპულს მშობლიურ სოფელში შაბათს დაკრძალავენ.

'.$TEXT['print'].'