"ვნარტრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები..." - პრეზიდენტი
ავტორი: გურიის მოამბე
"ვნარტრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები..." - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგისთვის მზად არის. განცხადება ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრის დროს გააკეთა:

"რუსეთთან რა პოლიტიკაც ჩამოვაყალიბეთ ჩვენ ხელისუფლებაშ მოსვლის დროს, ჩემი აზრით არის სწორი. ჩვენ ვამბობთ, ჩვენ გთავაზობთ რაციონალურ დიალოგს, რას ნიშნავს რაციონალური დილოგი. მოდით თქვენ თქვენი შეხედულებებით, პრობლემებით, ინტერესებით, თქვენი ხედვით, რა შეიძლება სარგებელი ვნახოთ ერთმანეთისგან და ჩვენ მერე აქ დავსხდებით ერთად და ვისაუბროთ. სულ ვამბობ ხოლმე, რომ მე ვნარტრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმჯიდან გამომდინარე, არამედ იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს, მოსკოვში იქნება თუ სად იქნება..აქედან გამომიდნარე თუ მე დამელაპარაკება რუსი ლიდერი, ჩვენ დავლაგდებით. " განაცხადა პრეზიდენტმა.

'.$TEXT['print'].'