„ნეტავი დამბადებელო“ -ბულგარეთის საერთაშორისო ფესტივალზე
ავტორი: გურიის მოამბე
„ნეტავი დამბადებელო“ -ბულგარეთის საერთაშორისო ფესტივალზე

ოზურგეთის თეატრი მსახიობ ბელა კიკვაძის მონოსპექტაკლითნეტავი დამბადებელო“ (ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით), რომლის დამდგმელი რეჟისორიც ვასილ ჩიგოგიძეა,ბულგარეთში, გაბროვოს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გაემგზავრა. გაბროვო არაერთ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს წლის განმავლობაში, მათ შორის მონოპიესების ფესტივალს, რომელშიც წელს პირველად მონაწილეობს ოზურგეთის თეატრი.

გაბროვო იუმორის მექადაც ითვლება და შესაბამისად იუმორისტული ფესტივალების მასპინძელიცაა. ქალაქის მთავარ თეატრშიტეატრრანჩო“, რომელიც ფესტივალის ორგანიზატორიცაა, მაყურებლის წინაშე წარსდგება ოზურგეთის თეატრი.

ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვასილ ჩიგოგიძის თქმით ამ ორ თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება: წელსვე, ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე დაგეგმილია ბულგარეთის დელეგაციის საპასუხო ვიზიტი. ამავდროულად, როგორც ვასილ ჩიგოგიძემ განაცხადა, გაბროვოს ფესტივალი იქნება ჩვენი ფესტივალის წარმომადგენელი და ბულგარეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში, ხოლო საქართველოში ჩვენ ვიქნებით მათი ფესტივალების წარმომადგენელი. ჩვენ შევარჩევთ თეატრებს შესაბამისი ფესტივალისათვის, ასევე როგორც გაბროვოში შეარჩევენ თეატრებს ჩვენი ფესტივალისათვის.“

ნეტავი დამბადებელოს შემქნელი ჯგუფი ბულგარეთიდან 21 მაისს დაბრუნდება.

 

'.$TEXT['print'].'