„თუ არ ისწავლი ბიძია, შემოგეთხლიშება ძროხა ზედ და გაგიღიმებს კაპოტიდან“ - როგორ ვცდილობთ „პრავის“ აღებას გურულად
ავტორი: გურიის მოამბე
„თუ არ ისწავლი ბიძია, შემოგეთხლიშება ძროხა ზედ და გაგიღიმებს კაპოტიდან“ - როგორ ვცდილობთ „პრავის“ აღებას გურულად

 

თუ თქვენ ოზურგეთში ცხოვრობთ და გადაწყვიტეთ მართვის მოწმობა აიღოთ, პირველ რიგში რასაც აკეთებთ, იწყებთ, იმ მასწავლებლის ძებნას, ვინც ყველაზე უცოდინარი მოწაფისთვის გასაგებ ენაზე აგვიხსნის, გვასწავლის და გაგვარკვევს მართვის მოწმობის ბილეთების ყველაზე რთულ ეპიზოდებში. „ყველაფერი გადმოაგურულეთ ბაღნებოო“ - გვითხრა მასწავლებელმა და გაკვეთილიც დაიწყო..

წევეით აბა ჩვენ მეცამეტე ბილეთში

ახლა მივადექით ბაღნებო მანქანის ტექნიკურ მხარეს.

არ გვინდა ახლა ჩვენ ჭანჭიკი და ქანჩი, სანამ ამას ვიტყვით კი მოვიტეხავთ ენას.

ქმარმა მითხრა, მამათილმა მითხრა.. არ დაუჯეროთ არავის მასწავლებლის გარდა, აზრი- კვალში არ არიან ისინი.. იტყვიან რად მინდა „რუჩნოი ტორმუზიო’ ამას რომ იტყვის კაცი, გააქანო უნდა პირდაპირ ექიმთან.

მქონდა ამფერი შემთხვევა ქალი იჯდა და სწავლობდა და აზროვნებდა გადასარევად. მოიტანდა მეორე დღეს დავალებას და 7-8 შეცდომა ჰქონდა.. ბოლობოლო ვკითხე რეიზა წერ ბიძია ასე, ვხედავ რომ იცითქვა - ქმარმა და მამამთილმა მირჩიეს ასეო.

ბოლოს დოუსატკავე ორივეს ჩემი მოსწავლის ქმარი ხო ხარ შენ მეთქი, კიო მითხრა , წამოიყვანე ბიძია მამაშენი და გამომყევით ოთახშითქო, მამაჩემი რა შუაშია ბიძიაო - გეტყი აგერ რაცხა შუაშიათქო და ავიყვანე ოთახში და ჯერ მამათილს ვეუბნები : ჩემი ბიძია, შენ პიტკინასთან ხო გაქვს პრავა აღებული, კიო მითხრა. რა გადიხადე შიგ მეთქი და ოჰ- სახლში მომიტანესო,, ახლა შვილს ვკითხე შენ რა გადიხადე ძამათქო, მე 500 კითხვა იყო და დავიზეპირეო -თქვა. ხოდა ბიძიეო რაც არ იცით ნუ მერევით იმაში, აზრი- კვალში თქვენ არ ხართ და ვის რა უნდა ასწავლოთთქო.

გადირია მამათილი რას ქვია არ ვიცი აბა რაფერ ვაგნებ სახლსო? რაფერ და ჩემი ძროხასავითო.. რაიოო? ხო ჩემი ძროხასავით, არც მას ეშლება გზა თავდუმაძნების და გოგიძნების მხრიდან, ორივე მხრიდან კარგად აგნებს გზას, არ შეშლია ჭიშკარი... მოძრაობის წესები რავარც იმ ძროხამ არ იცის,ისე არ იცით თქვენცთქო.

იმ დღიდან მოსწავლეს შეცდომა არ მოუტანია, პირველ გასვლაზე ჩააბარა, თეორიაც და პრაქტიკაც. ხოდა თქვენც მე დამიჯერეთ ბაღნებო, თორემ შემოგეთხლიშებათ ძროხა ზედ და გაგიღიმებთ კაპოტიდან.

 

 

'.$TEXT['print'].'