გამზარდია: უკვე დაძაბულობის, ნეგატივის მუხტი გამძაფრდა
ავტორი: გურიის მოამბე
გამზარდია: უკვე დაძაბულობის, ნეგატივის მუხტი გამძაფრდა

"ამ ქვეყანაში დაპირისპირების საფრთხე არასდროსაა ამოწურული, მით უმეტეს - ახლა. ამ წლების განმავლობაში, მოქალაქეებში არსებულმა მშვიდმა განწყობებმა სხვა შინაარსი შეიძინა და უკვე დაძაბულობის, ნეგატივის მუხტი გამძაფრდა. საზოგადოებაში განჩნდა განცდა, რომ პროტესტით შეიძლება გარკვეული მიზნების მიღწევა. ამიტომ, ამ ეტაპზე ჩამქრალი დემოკრატიული პროტესტი ამის მერე უკვე ასე ადვილად ვეღარ ჩამთავრდება.

ცალსახაა, რომ პროტესტი სხვადასხვა დროს, განსხვავებული ფორმით იჩენს თავს და რა შემთხვევში იქნება რაიმე პროცესის გადამწყვეტი, ეს რთული სათქმელია.

6 წლის განმავლობაში აბსოლუტურად მოდუნებული ჯგუფები ნელ-ნელა იწყებენ აქტიური პროტესტის რეჟიმში გადასვლას, რაც ხელისუფლებას უნდა კარნახობდეს, რომ სახელმწიფო სისტემები არ არის იმ დონის, როგორიც უნდა იყოს. ვგულისხმობ იმ პროტესტს, რომელიც ფეთქებადსაშიშია, თორემ კონკრეტული პროტესტის მოტივაცია შეიძლება, ყოველთვის არსებობდეს და ეს სახელმწიფოს განვითარებისთვისაც საინტერესო იყოს"-აცხადებს არჩილ გამზარდია, "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში. .

 

 

'.$TEXT['print'].'