"ოცნება" სულ მალე დასრულდება, ფრთხილად იყავით "მეოცნებეებო"
ავტორი: გურიის მოამბე
"ოცნება" სულ მალე დასრულდება, ფრთხილად იყავით "მეოცნებეებო"

"2003 წელს, როდესაც სააკაშვილი მ,ოვიდა, მე არ მეგონა, ისე მოხდებოდა ყველაფერი, რაც მოხდა. როდესაც 2012 წელს მოვიდა "ოცნება" როცა მოვუსმინე ბიძინა ივანიშვილს, მჯეროდა, რომ ყველაფერი იქნებოდა კარგად და შევცდი.

გაოგნებული ვარ, რაზე გვიწევს საუბარი. სად ჩავრჩით? გაოგნებული ვარ. რა თემებზე გვიწევს საუბარი? რა დაგვემართა ბოლოს და ბოლოს? რამ შექმნა ჩვენი ასეთი მონური ფსიქოლოგია?

ფრაქციის თავმჯდომარე ხარ, დეპუტატი, თუ ხელისუფლების წევრი, ადამიანი არა ხარ? 

მარტო ოპოზიციაში კი არა, "ქართულ ოცნებაშიც" უნდა გამოჩნდეს ადამიანები, რომლებიც შეაფურთხებენ სკამებს და პირველ ადგილზე დააყენებნ ქვეყანას. 

მე ზუსტად გეტყვით, რომ ეს "ოცნება" ძალიან მალე დამთავრდება. მერე სად მიდიხართ?

არ გრცხვენიათ? წულუკიანს ხვეწნა კი არ უნდა სჭირდებოდეს წადიო, უნდა წავიდეს. კვირიკაშვილს უნდა ეყოს ვაჟკაცობა, რომ წავიდეს. ამათმა ვერ გაითავისეს, რომ "ოცნების" მმართველო არის ანომალიური და მას უნდა ვუთხრათ არა. არ მკიითხოთ, მაშინ ვინ? უნდა იცოდეთ, რომ ეს არა. ის არა, არ ნიშნავს რომ ბრმად გავაკეთოთ არჩევანი. დაილია ხალხო წესიერი ადამიანი ქვეყანაში? ორი-სამი წესიერი ადამიანი რომ მივიყვანე "ოცნებაში" ამაზე დამიპირისპირდნენ ხალხო. 

"ოცნება" იმიტომ ჩაფლავდა, იმიტომ დაიყარა მიწა, რომ მისთვის დემოკრატიული ფასეულობები არ არსებობს. 

ჩვენ ტრაგიზმში ვართ ხალხო მაგრამ გამოსავალი არის საზოგადოებაში. იზრდება ხალხი. პოლიტიკური კულტურაც გაიზარდა ბევრში, ვიღაცას რომ ჰგონია, კაცი ვერ გაერკვევაო-ფრთხილად იყავით "მეოცნებეებო"რადგან ძვირად დაგიჯდებათ"-განაცხადა 'ოცნების' ყოფილმა პოლიტიკურმა მდივანმა, არმაზ ახვლედიანმა დღეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

'.$TEXT['print'].'