ქურდობა ჭანიეთში-ოჯახს ეზოში დაბმული ძროხა მოპარეს
ავტორი: გურიის მოამბე
ქურდობა ჭანიეთში-ოჯახს ეზოში დაბმული ძროხა მოპარეს

ქურდობის ფაქტი მოხდა ოზურგეთის მუნიციპ[ალიტეტის სოფელ ჭანიეთში.

შათირიშვილების ოჯახს ეზოში დაბმული ძროხა მოპარეს.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ადგილიდან, დაზარალებულის მეზობელმა აცნობა. 

მისი თქმით, ა.შ-ს საცხოვრებელი სახლიდან, რამდენიმე მეტრის მოშორებით შემოღობილი მიწის ნაკვეთი აქვს, სადაც ძროხას აბალახებს ხოლმე. საღამოს საათებში, როცა ოჯახის უფროსი ადგილზე მივიდა, ჭიშკარი ღია დახვდა, საქონელი კი მოპარული. 

შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით ოჯახს პოლიციისთვის არ მიუმართავს. 

'.$TEXT['print'].'