ჩოხატაურში ახალგაზრდა მამაკაცი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს
ავტორი: გურიის მოამბე
ჩოხატაურში ახალგაზრდა მამაკაცი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში, 30 წლამდე მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც  "გურიის მოამეს" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ განუცხადა, ახალგაზრდა მამაკაცი ორი დღის წინ, გვიან ღამით საკუთარ ეზოში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. 

თუ რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, კუჭავას ამის შესახებ ინფორმაცია არა აქვს: 

"გუშინ წინ ღამით მეზობლებმა ნახეს, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ხეზე ჩამომხრჩვალი. მიზეზი არ ვიცი, პირადად ვიცნობდი მას, ლევანი ერქვა და ძალიან კარგი ბიჭი იყო. ჩოხატაურში ერთ-ერთ ავტოსამრეცხაოში მუშაობდა. ობოლი ბიჭი იყო, ახლობლებმა გაზარდეს"-გვითხრა მერმა. 

'.$TEXT['print'].'