"ქართული ოცნების" ერთ-ერთი გავლენიანი წევრი "ნაციონალების" აქტივისტი აღმოჩნდა
ავტორი: გურიის მოამბე
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი გავლენიანი წევრი "ნაციონალების" აქტივისტი აღმოჩნდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ლიდერი, ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატი, დავით მჟავანაძე,"ნაციონალური მოძრაობის" არქივიდან, იმ პირთა ვინაობებს ასაჯაროვებს, რომლებიც მაშინ "ნაციონალების" აქტივისტი იყო, ხოლო დღეს, საზოგადოებას "ნაციონალების" ხელისუფლებაში კვლავ მოსვლით ემუქრებიან და სოციალურ ქსელებში აპოკალიფსურ სურათს ხატავენ.

ერთ ერთი ასეთია გერმანე ჭანუყვაძე, ექს პრემიერ ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელის, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას ბიზნესპარტნიორი, საკრებულოში კი მისი მრჩეველი.

მჟავანაძის ინფორმაციით, ეს მონაცემები "ნაციონალური მოძრაობის" არქივში ინახება და მისი აქტივისტი გერმანე ჭანუყვაძე 2012 წლამდე იყო.

ჩვენი წყაროს მტკიცებით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის ცხრა წლის განმავლობაში დავით დარჩია, "ნაციონალების" ინფორმატორი იყო და მისი ბიზნეს პარტნიორიც "ნაციონალებში", როგორც შუამავალი, ამ მიზნით იმყოფებოდა.

"რა საინტერესო რამეა ეს არქივი.  2008 წლის დოკუმენტებში ბევრ პორტირებულ ნაცნობ სახეს წავაწყდი არა და ჯერ ნახევრამდეც არ ჩავსულვარ 

P.S დამენახეთ ერთი კიდევ ვის გაქვთ 9 წლიან მმარველობაზე პრეტენზია იქნება და თქვენც სადმე გიპოვოთ"-წერს დავით მჟავანაძე სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე და ჭანუყვაძის მონაცემებს აქვეყნებს.

"ამის პარალელურად ეს ადამიანები ეწევიან ბინძურ კამპანიას შვილმოკლული მამებისა და მოკლული ბავშვების წინააღმდეგ, ავრცელებენ ათას სისაძაგლეს, სპეცსამსახურების მიერ შექმნილ ვიდეო ფოტომასალას და შეცდომაში შეყავთ საზოგადოების გარკვეული ნაწილი. სწორედ ამან გადამაწყვეტინა ამ ადამიანების გასაჯაროვება, რომლებიც მაშინ ჩვენ პარტიაში ყოფნით დათვურ სამსახურს გვიწევდნენ"-გვითხრა მჟავანაძემ.

 

 

'.$TEXT['print'].'