მე ვტოვებ თანამდებობას-პრემიერი გადადგა
ავტორი: გურიის მოამბე
მე ვტოვებ თანამდებობას-პრემიერი გადადგა

ამ წუთებში დასრულდა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის საგანგებო ბრიფინი, სადაც გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება გააკეთა გადადგომასტან დაკავშირებით. ამას გარდა მან ვრცლად ისაუბრა იმ მიღწევებზე და კონკრეტულ ნაბიჯებზე, რამაც მისი შეფასებით ქვეყანა რეგიონებს შორის ეკონომიკის განვითარებით ლიდერ პოზიციაზე დააყენა:

"ჩემი მეთაურობით მთავრობამ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები. მათ შორის უსაფრთხოების კუთხით. დღეს ჩვენ გვაქვს რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, შექმნილია უსაფრთხო და სტაბილური გარემო. დღეს ჩვენ ვართ უფრო ახლოს ნატოსთან და ევროკავშირთან ვიდრე ვიყავით ამ დრომდე. 

მაგრამ, ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ოჯახი, რომელსაც ყოველდღიურად უწევთ ზრუნვა არჩინონ ოჯახები და გადაირჩინონ თავი. 

მე როგორც ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ავირჩიე ისეთი გზა, რომელიც მნიშვნელოვნად წაადგებნა ქვეყანას და არა მხოლოდ რამდენიმე ადამიანს. 

ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, რაც მოიტანს შედეგებს და ჩვენი შვილები იცხოვრებენ განვითარებულ ქვეყანაში. ჩემთვის ეს თანამდებობა იყო მხოლოოდ და მხოლოდ უდიდესი პასუხისმგებლობა. მე ვეცადე ვყოფილიყავი თითოეიული ქართველის პრემიერი. ჩემი ყველა ნაბიჯი იყო ქვეყნის საკეთილდღეოდ გადადგმული.. მე ყოველთვის ვიყავი გუნდური მოტამაშე». მე ვტოვებ დღეს თანამდებობას"-განაცხადა პრემიერმა. 

 

'.$TEXT['print'].'