"არსია შესაცვლელი და არა ყარაბას-ბარაბასის თოჯინები, ერთი ვინმე ბურატინო გამოგვიჩორკნე ღმერთო" - ფანჯიკიძე
ავტორი: გურიის მოამბე
"არსია შესაცვლელი და არა ყარაბას-ბარაბასის თოჯინები, ერთი ვინმე ბურატინო გამოგვიჩორკნე ღმერთო" - ფანჯიკიძე

ქვეყანაში განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება:

“რომ მიხვდა, ყველაფერი თავზე ემხობოდა, სააკაშვილიც "გადადგა" და არჩევნები "ჩაატარა".

ხალხს ბოლი გამოაშვებინა, არჩევნებშიც დაღალა და 2012-მდე გამაგრდა სკამზე.

ახლაც იგივე ხდება, შინაარსობრივი ცვლილება რათქმაუნდა არ მოხდება.

ამიტომ სულერთია რომელ კუკლას რომელი კუკლით ჩაანაცვლებენ.

არსია შესაცვლელი და არა ყარაბას-ბარაბასის თოჯინები.

ერთი ვინმე ბურატინო გამოგვიჩორკნე ღმერთო, ეს თოჯინებიც რომ გაანთავისუფლოს და "თეატრიც" ჯანსაღი კონცეფციით აამუშაოს”- წერს ნათია ფანჯიკიძე.

'.$TEXT['print'].'