შარაშენიძის გუნდის წევრი "ნაციონალების" დროს ყველაზე პრივილეგირებული საჯარო მოხელე იყო
ავტორი: გურიის მოამბე
შარაშენიძის გუნდის წევრი "ნაციონალების" დროს ყველაზე პრივილეგირებული საჯარო მოხელე იყო

კობა ხაბალაშვილი - ერთადერთი საჯარო მოხელე რომელიც "ნაციონალების" დროს პრემიას ყოველთვიურად იღებდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახურის უფროსი, კობა ხაბალაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" დროს, იყო ერთადერთი საჯარო მოხელე, რომელიც პრემიას ყოველთვიურად იღებდა.

პრემიის დანიშვა 2008 წლის თებერვალში მოხდა და მაშინ ხაბალაშვილი ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე იყო.

როგორც საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის, ვლადიმერ სურგულაძის განკარგულებაშია ნათქვამი-პრემია მის თანაშემწეს "სამსახურეობრივ მოვალეობათა" სანიმუშო შესრულებისათვის დაენიშნა.

თუ რა გააკეთა ხაბალაშვილმა ასეთი, ცნობილი 2007 წლის "7 ნოემბრის" შემდეგ, უცნობია.

როგორც კონფიდენციალურმა წყარომ ჩვენ ინფორმაცია მოგვაწოდა, ხაბალაშვილისადმი ასეთი გამონაკლისის დაშვება მისი "7 ნოემბრის" აქციაში "მონაწილეობა" გახდა. თუმცა ამ ინფორმაციის დადასტურება ამ ეტაპზე "გურიის მოამბემ" ვერ შეძლო.

იმავე წყაროს ინფორმაციით, დღევანდელ ადგილობრივ "ქართული ოცნების" და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელობაში ბევრია ისეთი პირი, რომლებიც, მეორე ცნობილი და სკანდალური, "26 მაისის" აქციის მონაწილეებისაგან რუსთაველის პროსპექტის ე.წ. "გაწმენდაში", იღებდა მონაწილეობას.

 

'.$TEXT['print'].'