"თუ მთავრობა წულუკიანის მძევლად იქცა, მაშინ ეს ქალბატონი ამ ხელისუფლებას გადაიყოლებს“ - ძაბირიძე
ავტორი: გურიის მოამბე
"თუ მთავრობა წულუკიანის მძევლად იქცა, მაშინ ეს ქალბატონი ამ ხელისუფლებას გადაიყოლებს“ - ძაბირიძე

ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, თუ "იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აშანტაჟებს „ქართულ ოცნებას“,  მთავრობა წულუკიანის მძევლად იქცა, მაშინ ეს ქალბატონი ამ ხელისუფლებას გადაიყოლებს“.

აღნიშნულ საკითხზე ექსპერტი გაზეთ „კვირის პალიტრას“ ესაუბრა.

 „რაც შეეხება წულუკიანს, მეც ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა, რასაც მან თავი ვერ გაართვა. რომელი ერთი ჩამოვთვალო: სასამართლო სისტემის გაუმართაობა, ჩამოშლილი მართლმსაჯულება, საერთაშორისო ასპარეზზე არაერთი მარცხი და ა.შ. სიმართლე გითხრათ, არ მჯერა, რომ ის აშანტაჟებს „ქართულ ოცნებას“. თუ ეს სიმართლეა და მთავრობა წულუკიანის მძევლად იქცა, მაშინ ეს ქალბატონი ამ ხელისუფლებას გადაიყოლებს. ბარემ პრემიერად პირდაპირ წულუკიანი დანიშნონ, თუ ის ყოფილა ყველაზე გავლენიანი ფიგურა და თანამდებობიდან ვერ ათავისუფლებენ... ბუნებრივია, ისმის კითხვა: მაშ, რატომ არ ათავისუფლებენ? მე უფრო მგონია, რომ ე.წ. ხორავას ქუჩის საქმის გამო შოთაძის წავლის შემდეგ, რაც ოპოზიციამ საკუთარ გამარჯვებად მიითვალა, „ქართულ ოცნებას“ აღარ უნდა, წულუკიანიც გაუშვას. მისი წასვლაც შეიძლება სწორედ ამ საქმეს დაუკავშირდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გარკვეული დროის შემდეგ მას არ შეელევიან“,- ამბობს ექსპერტი და შეკითხვაზე - „მიუხედავად იმისა, რომ „ოცნება“ საზოგადოებას დაჰპირდა, მთავარი პროკურორის პოსტზე დამოუკიდებელ და საზოგადოებისთვის მისაღებ ადამიანს შეარჩევდა, ჩანს, ამ პოსტზე სახელისუფლებო ჩინოსანს, შალვა თადუმაძეს დანიშნავენ...“ - პასუხობს:

 „ამ პროცესმაც აჩვენა, რომ ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება. ისე, სიმართლე უნდა ითქვას - მხოლოდ ერთი ადამიანი, რაც უნდა საუკეთესო შეერჩიათ ამ პოსტზე, ვერაფერს იზამდა, რადგან სისტემაა უკიდურესად მძიმე და მას ერთი კაცის შეცვლა ვერ უშველის. სამწუხაროდ, ჩვენი პროკურატურა რჩება საბჭოთა სამართალდამცავი სისტემის იდეოლოგიურ მემკვიდრედ. „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ცხრა წელმა სწორედ ძველი საბჭოური სისტემის რეანიმაცია მოახდინა. დღევანდელი პრობლემა პერსონა მურუსიძე კი არ არის, არამედ ის სისტემა, რომლის სიმბოლოც არის მურუსიძე...“ - აცხადებს ძაბირიძე.

 

'.$TEXT['print'].'