"ხადას ხეობა იმ დღეს შემზარავი იყო - ნეტა როგორ დაიტია ამხელა ტრაგედია? ცა როგორ არ ჩამოიქცა ?"
ავტორი: გურიის მოამბე
"ხადას ხეობა იმ დღეს შემზარავი იყო - ნეტა როგორ დაიტია ამხელა ტრაგედია? ცა როგორ არ ჩამოიქცა ?"

"საშინელებათა ჟანრის ფილმები ხშირად ასე იწყება : დედა, მამა და მათი მცირეწლოვანი შვილი საცხოვრებლად სახლიდან შორს გადადიან , შემდეგ კი უცნაური მოვლენები ხდება.

სმიტების ოჯახის ცხოვრების რეჟისორიც ასეთი სასტიკი აღმონდა. იმის ნაცვლად,რომ მათი ამბავი სათავგადასავლო ფილმის სცენარს გაჰყოლოდა (როგორც დასაწყისში) , სიუჟეტი საშინელებათა ჟანრის ფილმს დაემსგავსა, თანაც ისეთს, 18 წლამდე რომ აკრძალულია მისი ნახვა.
მათი ცხოვრება ალბათ ისეთი იყო, თითოეული ჩვენგანი რომ ოცნებობს - სიყვარულით და თავგადასავლებით სავსე.

საქართველოში ჩამოსულებმა მთა და ბარი დალაშქრეს, ქვეყანა შეუყვარდათ და მარნეულში დაიდეს ბინა. ბოლოს კი ხადას ხეობის დათვალიერებაც მოინდომეს, ალბათ, ინტერნეტში ხეობის ბევრი ფოტო ნახეს,სადაც ჩანჩქარი,მდელო და მთები ერთმანეთს ეჯიბრებიან სილამაზეში.

ხადას ხეობა იმ დღეს შემზარავი იყო - ნეტა როგორ დაიტია ამხელა ტრაგედია? ცა როგორ არ ჩამოიქცა ?

ამ ტრაგედიით ცნობილ რიტორიკულ კითხვაზე ვიპოვე პასუხი:

- კაცია-ადამიანი?!
- არა!"

ბლოგერი: მარიამ შენგელია

'.$TEXT['print'].'