საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობა დასაშვებ ნორმას 3-4-ჯერ აღემატება
ავტორი: გურიის მოამბე
საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობა დასაშვებ ნორმას 3-4-ჯერ აღემატება

"მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციაში" შემავალი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საზამთროსა და ნესვში ნიტრიტებისა და ნიტრატების შემცველობა 3-4-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას, - ამის შესახებ ეკოლოგმა და გაეროს ექსპერტმა ხათუნა ახალაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"ნესვი და საზამთრო, ისეთი ბაღჩეული კულტურებია, რომლებსაც დაბინძურებული მიწის გასასუფთავებლად იყენებენ ხოლმე. ეს ნიშნავს იმას, რომ ნესვი და საზამთრო ძალიან მარტივად ითვისებს ყველაფერს, რაც მიწაშია და როდესაც მასზე მინერალური სასუქები არასწორად გამოიყენება, ეს კულტურები ღრუბელივით ისრუტავს მათ. "მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციაში" შემავალი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საზამთროსა და ნესვში ნიტრიტებისა და ნიტრატების შემცველობა 3-4-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას. ეს ნიშნავს იმას, რომ არანაირი პროგრესი ფერმერულ მეურნეობაში არ შეინიშნება. 

სისხლის შემცველობაში არის ჰემოგლობინი, რომელიც ჟანგბადს ითვისებს და ჩვენს ორგანიზმს ჟანგბადით კვებავს. როგორც კი ნიტრიტებით გაჯერებულ პროდუქციას იღებს ადამიანი, ჟანგბადს ანაცვლებს ნიტრიტი და სისხლი ხდება უჟანგბადო. ეს იწვევს ანემიას, ანემიისგან გამომდინარე ხდება იმუნური სისტემის დაქვეითება, გონებრივი ჩამორჩენა. თუ ღრმად წავალთ, ვნახავთ, რომ ძალიან სერიოზულ პრობლემებთან მიგვიყვანს", - განაცხადა ხათუნა ახალაიამ.

როგორც ეკოლოგმა განმარტა, საზამთროსა და ნესვის დაბინძურების მთავარი მიზეზი ფერმერებისგან მომდინარეობს, რომელიც მწვანე მასის შენარჩუნების მიზნით, მცენარეს აზოტოვანი სასუქების დიდ რაოდენობას აწვდის.

წყარო: www.allnews.ge

'.$TEXT['print'].'