გია ხუხაშვილი-"ნაცმოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს" ცხრაწლიანი დანაშაული აერთიანებთ
ავტორი: გურიის მოამბე
გია ხუხაშვილი-"ნაცმოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს" ცხრაწლიანი დანაშაული აერთიანებთ

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ ერ­თმა­ნე­თი არ უყ­ვართ, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და „ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ფი­ლო­სო­ფია და სა­ერ­თო ცხრაწ­ლი­ა­ნი და­ნა­შა­უ­ლი აერ­თი­ა­ნებთ, უნდა ვე­ლო­დოთ, რომ ისი­ნი ერ­თი­ა­ნი ფრონ­ტით გა­მოვ­ლენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბის“ და „ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს“ მე­მო­რან­დუ­მის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

„ეს მე­მო­რან­დუ­მი კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს მარ­ტივ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას, რომ ადა­მი­ა­ნებს ისე არა­ფე­რი აერ­თი­ა­ნებთ, რო­გორც ერ­თობ­ლი­ვი და­ნა­შა­უ­ლი. მე შორს ვარ იმ აზ­რის­გან, რომ პარ­ტი­ის გა­ყო­ფა იმი­ტი­რე­ბუ­ლად ჩავ­თვა­ლო, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ რე­ჟიმ­ზე, ის და­ნა­შა­უ­ლე­ბი მათ ერ­თად ჩა­ი­დი­ნეს. რაც არ უნდა ერ­თმა­ნე­თი ეზი­ზღე­ბო­დეთ, და­ნა­შა­უ­ლი მათ უჩენთ გა­და­უ­ლა­ხავ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რაც ადრე თუ გვი­ან თავს იჩენს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ ერ­თმა­ნე­თი არ უყ­ვართ, ერთი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ფი­ლო­სო­ფია და სა­ერ­თო, ცხრაწ­ლი­ა­ნი და­ნა­შა­უ­ლი აერ­თი­ა­ნებთ. ჩვენ უნდა ვე­ლო­დოთ, რომ ისი­ნი ერ­თი­ა­ნი ფრონ­ტით გა­მოვ­ლენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. თუმ­ცა, მე მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს კრი­ტი­კუ­ლად ვა­ფა­სებ. გარ­და ამი­სა, ამ მე­მო­რან­დუ­მის კონ­ტრო­ლიც არ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი; ეს მე­მო­რან­დუ­მი სა­ერ­თო მრა­ვალ­წლი­ან და­ნა­შა­ულ­ზე დგას, მეტი სა­ფუძ­ვე­ლი მას არ აქვს“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ოპო­ზი­ცი­ის შან­სებს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­გორც ექ­სპერ­ტი აცხა­დებს, მე­ო­რე ტური იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ერთ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ერთ-ერთი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა. "მე არ ვფიქ­რობ, რომ მარ­გვა­ლაშ­ვი­ლი მე­ო­რე ტურ­ში გავა, ის სა­ვა­რა­უ­დოდ, გავა მე­სა­მე ად­გილ­ზე. ხოლო მე­ო­რე ად­გილ­ზე გავა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რო­მე­ლი­მე ნამ­სხვრე­ვის კან­დი­და­ტი, მაგ­რამ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გახ­დე­ბა მე­ო­რე ტუ­რის გა­სა­ღე­ბი"-აცხადებს ხუხაშვილი "ამბები. გე"-სთან.

 

'.$TEXT['print'].'