რა ინფორმაციას უმალავს ლანჩხუთის მერია შშმ ბავშვების მშობლებს
ავტორი: გურიის მოამბე
რა ინფორმაციას უმალავს ლანჩხუთის მერია შშმ ბავშვების მშობლებს
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში მცხოვრები ვერიკო წულაძე, ლანჩხუთის მერიის თანამშრომლებს  შშმ პირების საკურორტე მომსახურებასთან დაკავშირებით ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხების შესახებ ინფორმაციის დამალვაში სდებს ბრალს და სოციალური ქსელის მეშვეობით მერს, ალექსანდრე სარიშვილს კითხვით მიმართავს, თუ რატომ ვერ ისარგებლა მისმა შვილმა ამ პროგრამით, მით უფრო როცა უკვე ბავშვების მეორე ნაკადი გაუშვეს დასასვენებლად. 
ქალბატონი, რომელსაც შშმ შვილი ჰყავს წერს, რომ აღნიშნულის შესახებ შემთხვევით, გურიის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელისგან შეიტყო, სხვა შემთხვევაში მისთვის ეს ინფორმაცია მიუწვდომელი იქნებოდა: 
"როგორც გავიგე ლანჩხუთის მერიას ბიუჯეტში ჩაუდია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საკურორტე მომსახურება!!! ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ინფორმაცია შემთხვევით უნდა გავიგოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლებმა? სად და როგორ უზრუნველყავით, რომ ლანჩხუთის ტერიტორიაზე მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლებს შეგვძლებოდა ინფორმაციის გაგება???!!! უკვე მეორე ნაკადი მიდის ბავშვების და მაინტერესებს რატომ არ მოხვდა ჩემი შვილი ამ პროგრამაში?! მაინტერესებს ამ პროგრამის მოსარგებლე რომელი ნოზოლოგიის მქონე პირებია? ალექსანდრე სარიშვილი უზრუნველყავით მსგავსი ინფორმაციის საჯაროობა!!! მარი ნუცუბიძე Ineza Kvachadze ეს ინფორმაცია თქვენც გქონდათ და მაინტერესებს რატომ ამ დრომდე ვერ გავიგე ვერაფერი? დღეს რომან ლომაძეს რომ არ ეთქვა კიდევ არაფერი მეცოდინებოდა"-წერს ქალბატონი. 

'.$TEXT['print'].'