ხაზარაძეს ხადარკოვსკის ბედი ელოდება - რა ბრძანება მიიღო პროკურატურამ ივანიშვილისგან?
ავტორი: გურიის მოამბე
ხაზარაძეს ხადარკოვსკის ბედი ელოდება - რა ბრძანება მიიღო პროკურატურამ ივანიშვილისგან?

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გეგმავენ. აღნიშნული ინფორმაცია ,,ნიუპოსტმა“ საგამოძიებო ორგანოდან წყაროს მეშვეობით მიიღო. 

როგორც ირკვევა, ბიძინა ივანიშვლმა მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრის ბრძანება პირადად გასცა. ყოფილ პრემიერთან დახლოებული პირი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილი კვირიკაშვილ-ხაზარაძის შესაძლო ალიანის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ გააღიზიანა და თქცვა, რომ ,,ხაზარაძე ხადარკოვსკის ბედს გაიზიარებს“.

წყრაო გვიყვება, რომ მთავარ პროკურატურას მიღებული აქვს დავალება თიბისი ბანკის ბოლო 15 წლის საქმიანობა შეისწავლოს.

განსაკუთრებული ინტერესის საგანია ხაზარაძისა და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის პერსონების მიმართ. არსებული ინფრომაციით, საგამოძიებო უწყებაში უკვე დაიბარეს კონკრეტული პირები, ვისაც წლების განმავლობაში თიბისი ბანკიდან მსხვილი კრედიტები აქვთ აღებული, მათ შორის ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე, რომელმაც, წყაროს ცნობით, ზეწოლის მიუხედავად, არ მისცა ხაზარაძის წინააღმდეგ ჩვენება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, კერძო საუბრებში ადასტურებენ, რომ ხაზარაძეს მართლაც ელოდება ,,ხადარკოვსკის ბედი“ და მისი განდაგურების ბრძანება უშუალოდ ივანიშვილისგან მოდის.

ივანიშვილთან დაახლოებული დეპუტატები არ მალავენ რომ ექსპრემიერი მიზნად ისახავს თიბისი ბანკისა და ანაკლიის პორტის მშენებლობის კონტრაქტის ხელში ჩაგდებას.

ისიც ცნობილია, რომ კვირიკაშვილსა და ივანიშვილს შორის დაპირისპირების ერთერთი მიზეზი სწორედ ანაკლიის პორტის მშნებლობის კონტრაქტი გახდა.

'.$TEXT['print'].'