"გარკვეულ დროს ექნებათ შანსი მაგრამ, არა ახლა“- ტრამპი საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე საუბრობს
ავტორი: გურიის მოამბე
"გარკვეულ დროს ექნებათ შანსი მაგრამ, არა ახლა“- ტრამპი საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე საუბრობს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბრიუსელში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა.

დონალდ ტრამპის თქმით, საქართველოში ვითარება რთულია, თუმცა ქვეყნის წარმომადგენლებმა მასზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს.

ტრამპის განცხადებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსი მიეცემა.

„საქართველო იყო წარმოდგენილი დარბაზში. დღეს შევხვდი და დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა. ვუსმენთ მათ საჭიროებებს. სიტუაცია რთულია საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ მათ დღეს დარბაზში დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს. რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას - გარკვეულ დროს ექნებათ შანსი მაგრამ, არა ახლა“- განაცხადა ტრამპმა.

'.$TEXT['print'].'