დივერსია თუ ტექნიკური გაუმართაობა - რა ვერსიები ვრცელდება შსს-ს ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით
ავტორი: გურიის მოამბე
დივერსია თუ ტექნიკური გაუმართაობა - რა ვერსიები ვრცელდება შსს-ს ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით

კახეთში სასაზღვრო ვერტმფრენი ავარიულად დაშვების გამო, 3 მფრინავი, 1 მესაზღვრე და 1 პოლიციელი დაშავდა. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. 
დაშვებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ თელავს რეფერალურ საავადმყოფოში დაშავებულები მოინახულა. კეკელიძეს ვერსიებზე საუბარი უჭირს. მისი თქმით, ვერტმფრენი ტექნიკურად გამართული იყო.

„გამოძიება დაწყებულია, მაგრამ ჯერჯერობთ ვერსიებზე საუბარი ნაადრევია თუ რამ განაპირობა ავარიული დაშვება. პროცედურა დაწყებულია უკვე დაწყებულია. ტექნიკურად უკვე გამართული იყო და უნდა დაველოდოთ გაშიფვრას იმ ყველაფრის რაც ვერტმფრენზე არის თუ გამოიკვეთება ვინმეს პასუხისმგებობა, მაშინ აუცილებლად დადგება მისი პასუხიმგებლობა“ - განაცხადა კეკელიძემ.

'.$TEXT['print'].'