"მსურს, ვემსახურო ჩემს სამშობლოს იქ, სადაც საჭიროა" - მარგველაშვილის პასუხი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე
ავტორი: გურიის მოამბე
"მსურს, ვემსახურო ჩემს სამშობლოს იქ, სადაც საჭიროა" - მარგველაშვილის პასუხი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე

იყრის თუ არა კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში, ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ გააკეთებ.- ამის შესახებ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში, პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

 

„აი, დავრუნდები სამიტის შემდეგ და ვიტყვი. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მე საქართველოსთვის ოპტიმისტური განცდა მაქვს. მსურს, ვემსახურო ჩემს სამშობლოს იქ, სადაც საჭიროა, სამიტებზეც და სამიტებს გარეთაც. ყველა ფორმატში მინდა შევძლო ვემსახურო საქართველოს, ჩემ სამშობლოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა, რომელიც ბრიუსელში ნატო-ს სამიტის ფარგლებში იმყოფება.

'.$TEXT['print'].'