"უბრალო, გაჭირვებულ ახალგაზრდას, რომელშიც დაბალი ღობე ნახეს" ფეისბუქზე უკვე 13 ათასი მხარდამჭერი ჰყავს
ავტორი: გურიის მოამბე
"უბრალო, გაჭირვებულ ახალგაზრდას, რომელშიც დაბალი ღობე ნახეს" ფეისბუქზე უკვე 13 ათასი მხარდამჭერი ჰყავს

 აქცია სოციალურ ქსელში გრძელდება:  რუსეთში მცხოვრები ქართველის გივი მდივნიშვილის მიერ გამოქვეყნებულმა ფეისბუქპოსტმა, დიდი გამოხმაურება გამოიწვია. სტატუსი, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, ხუთშაბათს საღამოსთვის უკვე 13 ათასმა ადამიანმა გააზიარა. 

„მეგობრებო, გთხოვთ გააზიარეთ და მხარი დაუჭიროთ უბრალო ქართველ გაჭირვებულ ახალგაზრდას - რომელშიც დაბალი ღობე ნახეს ზოგიერთებმა და დააპატიმრეს ღარიბი გლეხის შვილი. ჩვენ თუ არ დავიცავთ მას არც მამა ყავს თანამდებობის პირი და არც სანათესაოში ვინმე! გთხოვთ ვანაცოთ ერთიანობა" - ნათქვამია „ფეისბუქპოსტში.“

შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში ამერიკის და საქართველოს მოქალაქეების, ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტების ცხედრები 6 და 7 ივლისს იპოვეს. მათი მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ეძებდნენ,  ცხედრის პოვნა 9 ივლისს მოხერხდა. 112-ზე მათი დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 6 ივლისს შევიდა. 

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლის მწყემს მალხაზ კობაურს პატიმრობა შეეფარდა. თავად, ბრალდებული კობაური ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ისინი მას არ დაუხოცავს. 

'.$TEXT['print'].'