სერგეი ლავროვმა ომის დასრულების ერთ-ერთ პირობად მიხეილ სააკაშვილის წასვლა დაასახელა - კონდოლიზა რაისი 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებს
ავტორი: Rustavi 2
სერგეი ლავროვმა ომის დასრულების ერთ-ერთ პირობად მიხეილ სააკაშვილის წასვლა დაასახელა - კონდოლიზა რაისი 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებს

შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს კიდევ ერთხელ ეხმაურება. საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შესახებ კონდოლიზა რაისმა საავტორო სტატია "Washington Post"-ში გამოაქვეყნა. იგი ვაშინგტონის მიერ 2008 წელს განხორციელებულ ქმედებებს იხსენებს.

მისი თქმით, როდესაც რუსეთმა საქართველოში სრულ მასშტაბიანი შემოჭრა დაიწყო, შეერთებულმა შტატებმა პირველ რიგში ყურადღება საქართველოს დედაქალაქსა და კანონიერად არჩეული საქართველოს მთავრობის დაცვაზე გაამახვილა. მაშინ შეერთებული შტატების კუთვნილმა სამხედრო ტრანსპორტმა ერაყიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების დაბრუნება უზრუნველყო, რათა მათ სამშობლოს დაცვა შესძლებოდათ.

კონდოლიზა რაისი წერს, რომ ვაშინგტონმა საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარებაც გამოაგზავნა, რომელიც შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდებით იყო დაცული, რაც იყო სიგნალი რუსეთისთვის.

ყოფილი სახელმწიფო მდივანი სამხედრო კრიზისის დროს  სატელეფონო საუბრებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარსაც იხსენებს და ამბობს, რომ სერგეი ლავროვმა ომის დასრულების ერთ-ერთ პირობად მიხეილ სააკაშვილის წასვლა დაასახელა.

“მე სერგეი ლავროვს ვუთხარი, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ შეიძლება ჰქონდეთ საიდუმლო საუბარი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის ჩამოგდების შესახებ და ვუთხარი, რომ ამ მოთხოვნის შესახებ ყველას ვაცნობებდი. ლავროვი განრისხებული იყო,”- წერს კონდოლიზა რაისი.

მისი თქმით, რუსეთის ნამდვილი მოტივები მსოფლიოსთვის უკვე ცნობილი გახდა. სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩა და ქართული დემოკრატია გადარჩა. შესაძლოა, 2008 წლის მოვლენებიდან პუტინმა არასწორი გაკვეთილი მიიღო, თუმცა მომავალში მისი შეჩერების მიზნით, პირველ რიგში წარსულის შესახებ ზუსტი ფაქტები უნდა გვქონდეს.

წყარო

'.$TEXT['print'].'