სტიქიის გამო საგანგებო სამსახურში ბათუმიდან 80, ხოლო ქობულეთიდან 36 შეტყობინება შევიდა
ავტორი: New Posts
სტიქიის გამო საგანგებო სამსახურში ბათუმიდან 80, ხოლო ქობულეთიდან 36 შეტყობინება შევიდა

ძლიერი ნალექის შედეგად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ამ დროისთვის, ბათუმიდან 80 ხოლო ქობულეთიდან 36 შეტყობინება შევიდა.

"წვიმის შედეგად დატბორილია გზები, საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები

უამინდობამ პრობლემები შექმნა სამეგრელოს რეგიონშიც. ძლიერმა ნალექმა მდინარეებისა და ღელეების ადიდება გამოიწვია. წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს: ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, ხობში, აბაშასა და მარტვილში

აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდის პროცესი

მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია

ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რათა დროულად მოხდეს ძლიერი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა" - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო

'.$TEXT['print'].'