სტიქია ოზურგეთში-ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სახლია დატბორილი
ავტორი: გურიის მოამბე
სტიქია ოზურგეთში-ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სახლია დატბორილი

დღეს დილიდან გადაუღებელმა ძლიერმა წვიმამ პპრობლემები შექმნა ოზურგეთში.

უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ბაზრის წყალმა აბაშიძის ქუჩაზე, სუპერმარკეტ "მოდერნის" მიმდებარე ტერიტორიაზე ათამდე საცხოვრებელი სახლი დატბორა. 

დატბორილია ეზოები და საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები. 

მძიმე სიტუაციაა ასევე წულუკიძის ქუჩაზე, სადაც ერთი ავარიული სახლი დაიტბორა. ასევე ადიდებულმა წყალმა პრობლემები შექმნა აგრარულ ბაზარში. ბაზრის  უკანა შესასვლელი დაიტბორადა იქ მოძრაობა შეუძლებელი გახდა. 

ადგილზე ჯერ ჯერობით მაშველები არ გამოჩენილან. 

'.$TEXT['print'].'