მეწყერი, დატბორილი სახლები, ქუჩები და დაზიანებული გზები-სტიქია ლანჩხუთში
ავტორი: გურიის მოამბე
მეწყერი, დატბორილი სახლები, ქუჩები და დაზიანებული გზები-სტიქია ლანჩხუთში

ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა ლანჩხუთში. 

როგორც ლანჩხუთის მერის პრესსამსახურში გვეუბნებიან, ქალაქში რამდენიმე ქუჩა დატბორილია, მძიმეა მდგომარეობა სოფლებში, სადაც რამდენიმე სახლს სახურავი დაუზიანდა, რამდენიმე კი დაიტბორა: 

"ქალაქში გზებია დატბორილი, აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ზენაიშვილის ქუჩებზე. ვერ გაატარა მოვარდნილი წყალი სანიაღვრე არხებმა. რამდენიმე სოფელში შიდა გზებია დაზიანებული. სახლები დატბორია სუფსაში. ასევე, დაზიანებულია აცანაში, შიდა გზები. სახურავი აქვს გადახდილი სახლებს მაჩხვარეთში. წყალწმინდაში წამოწვა მეწყერი, თუმცა, ეს მოშორებულია დასახლებული ადგილიდან და  მოსახლეობისთვის საფრთხე არ შეუქმნია. ეს არის ამ დროისთვის რა ინფორმაციაც გვაქვს. სხვადასხვა ჯგუფები გასულები არიან სოფლებში, ამ წუთებში მერი იმყოფება აცანაში"-გვითხრეს პრესსამსახურში.

'.$TEXT['print'].'