საპენსიო სააგენტოს დირექტორის ხელფასი 10 000-დან 15 000 ლარამდე იქნება
ავტორი: გურიის მოამბე
საპენსიო სააგენტოს დირექტორის ხელფასი 10 000-დან 15 000 ლარამდე იქნება

საპენსიო სააგენტოს დირექტორის შერჩევა - საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კონკურის გამოაცხადა, ვაკანსია საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე გამოქვეყნდა. განცხადებები 29 აგვისტომდე მიიღება.

როგორც შესაბამის განაცხადშია ნათქვამი, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნული პირის თვიური ანაზღაურება 10 000-დან 15 000 ლარამდე იქნება.

საპენსიო სააგენტო „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე.

'.$TEXT['print'].'