სალომე ზურაბიშვილს სამ კვირაში 101 701 ლარის შემოწირულება აქვს მიღებული, საიდანაც 40 000 ლარი საკუთარ თავს შესწირა
ავტორი: ipn.ge
სალომე ზურაბიშვილს სამ კვირაში 101 701 ლარის შემოწირულება აქვს მიღებული, საიდანაც 40 000 ლარი საკუთარ თავს შესწირა

დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 2018 წლის 23 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით ჯამში101 701 ლარის ფულადი შემოწირულება აქვს მიღებული. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 27 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ თავს 40 ათასი ლარი შესწირა.

რაც შეეხება სხვა შემოწირულებებს, სალომე ზურაბიშვილს ყველაზე სოლიდური შემოწირულება - 50 ათასი ლარი, 11 სექტემბერს, ფიზიკური პირისგან, ვახტანგ ლაღიძისგან აქვს მიღებული.

გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში სალომე ზურაბიშვილს 7 320 ლარის არაფულადი შემოწირულება აქვს მიღებული.

ზურაბიშვილის დამფინანსებლების სიაში მხოლოდ ფიზიკური პირები არიან.

'.$TEXT['print'].'