"საპატრიარქო ზურაბიშვილს ურტყავს, ხოლო "ქართული ოცნება" ხელისუფლებას ისევ „ნაცებს“ აბარებს“
ავტორი: გურიის მოამბე
"საპატრიარქო ზურაბიშვილს ურტყავს, ხოლო "ქართული ოცნება" ხელისუფლებას ისევ „ნაცებს“ აბარებს“

როგორც ჩანს, საპატრიარქო თავის განცხადებით სალომე ზურაბიშვილს ურტყავს და ძირავს, ხოლო "ქართული ოცნება" თავის საქციელით თვითლიკვიდაციას აცხადებს და ხელისუფლებას ისევ „ნაცებს“ აბარებს,- ასე აფასებს პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი ანდრიაძე საპატრიარქოს განცხადებებს მარიხუანასთან დაკავშირებით.

„საპატრიარქომ ოცნებას "ალიყური" გაარტყა! არასოდეს ასეთი მკაცრი არ ყოფილა საპატრიარქოს განცხადება მთავრობის მიმართ როგორც დღეს იყო ნარკომანიასთან დაკავშირებით. უბრალოდ, ამ განცხადებას აუცილებლად უნდა დაემატოს „ნაცმოძრაობის“ განაყოფების სახელებიც და განსაკუთრებით ბოკერია-ბაქრაძის პარტიისა!რომელთაც დაიწყეს ეს პროცესი და დღესაც მხარს უჭერენ საქართველოს ნარკომანიზაციას. როგორც ჩანს, საპატრიარქო თავის განცხადებით სალომე ზურაბიშვილს ურტყავს და ძირავს, ხოლო "ქართული ოცნება" თავის საქციელით თვითლიკვიდაციას აცხადებს და ხელისუფლებას ისევ „ნაცებს“ აბარებს“, - აცხადებს ანდრიაძე

'.$TEXT['print'].'